ავიაბილეთები შეძენილი გაქვთ, ბარგი ჩალაგებულია და მოგზაურობის თარიღიც მოახლოვდა, მაგრამ ერთი კითხვა მაინც ღიად რჩება: როგორ დავრჩეთ კავშირზე უცხო ქვეყანაში? ეს დილემა ყველა მოგზაურს სულ მცირე ერთხელ მაინც შეხვედრია. ვიდრე აეროპორტში ალტერნატივების ძებნას დაიწყებთ, ღირს იმაზე დაფიქრება, რომ სამოგზაურო ინტერნეტი წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროთ. ეს პროცესი არც ზედმეტ დროს მოითხოვს და არც ბიუროკრატიას, რადგან ყველაფერს მარტივად, ონლაინ აგვარებთ.
ამ სტატიაში გაიგებთ, რა არჩევანი გაქვთ საზღვარგარეთ ინტერნეტისთვის, რომელია თქვენთვის უკეთესი და რამდენად მარტივია მათი გააქტიურება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რატომ არის უკეთესი სამოგზაურო ინტერნეტის წინასწარ მოგვარება
უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე ხშირად პირველი კითხვა, რასაც მოგზაური საკუთარ თავს უსვამს, არის: როგორ დავუკავშირდე ტაქსის მძღოლს, ვიპოვო სასტუმროს მისამართი ან ვაცნობო ახლობლებს, რომ უსაფრთხოდ ჩავედი? ამ ყველაფრისთვის სტაბილური კავშირი აუცილებელია, თუმცა ალტერნატივის ძებნა ადგილზე ხშირად დროსა და ნერვებს მოითხოვს. ამასთანავე, საზოგადოებრივი Wi-Fi ქსელები ხშირად გადატვირთულია და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არასდროს არის საუკეთესო არჩევანი. ამიტომ, ბევრი მოგზაური ამ საკითხის მოგვარებას გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ სახლიდან ამჯობინებს
როუმინგი, ადგილობრივი SIM თუ eSIM?
საზღვარგარეთ ინტერნეტთან წვდომის რამდენიმე გზა არსებობს და თითოეულს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
როუმინგი
ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ ხშირად ყველაზე ხარჯიანი ვარიანტია. თქვენი ქართული ნომერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა როუმინგი საკმაოდ ძვირია, განსაკუთრებით ევროპის ფარგლებს გარეთ. ინტერნეტის ერთი დღის ხარჯმა შესაძლოა ათეულობით ლარი შეადგინოს და მოგზაურობის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზარდოს.
ადგილობრივი SIM ბარათი
დანიშნულების ქვეყანაში ადგილობრივი სიმ ბარათის შეძენა ფინანსურად ხშირად უფრო ხელსაყრელია, თუმცა პროცესი დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს: მაღაზიის მოძებნა, დოკუმენტების წარდგენა, ხშირად რიგებში ლოდინიც კი. გარდა ამისა, ეს ვარიანტი ძირითადი ნომრის დროებით გამორთვას მოითხოვს, რაც ყოველთვის კომფორტული არ არის.
eSIM
ეს არის ჩაშენებული ელექტრონული სიმ-ბარათი, რომლის გააქტიურებაც QR კოდის დასკანერებით ხდება, ფიზიკურ ბარათთან შეხების გარეშე. თქვენი ძირითადი ნომერი უცვლელი რჩება, ხოლო ახალი პაკეტის დაყენება სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი – ხშირად ჩაფრენამდე, თვითმფრინავშივე. სწორედ ამიტომ გახდა კავშირის ეს ფორმატი ბოლო წლებში მოგზაურების ყველაზე პოპულარული არჩევანი.

როგორ მუშაობს eSIM პრაქტიკაში
ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია: ონლაინ ირჩევთ ქვეყანასა და პაკეტს მოცულობისა და ვადის მიხედვით, იხდით ბარათით და ელფოსტაზე იღებთ QR კოდს. კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონი ავტომატურად უკავშირდება ადგილობრივ ქსელს, სადაც ჩასვლისთანავე 4G ან 5G სიჩქარით სარგებლობთ. თუმცა, ეს ფუნქცია ყველა მოწყობილობას არ აქვს, ამიტომ გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს მოდელს eSIM-ის მხარდაჭერა.
aviaesim: ქართული სერვისი, რომელიც მოგზაურობას ამარტივებს
ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიცვალა მოგზაურთა ჩვევები ბოლო წლებში, არის aviaesim. ეს ქართული სერვისია, რომელიც ასეულობით ქვეყნისთვის სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ სიმ-ბარათებს. პაკეტის შერჩევა ონლაინ, სულ რამდენიმე წუთში ხდება: ირჩევთ ქვეყანას, მოცულობასა და ვადას, იხდით ბარათით და აქტივაციისთვის საჭირო QR კოდს პირდაპირ ელფოსტაზე იღებთ. ჩაფრენისთანავე გაქვთ სწრაფი ინტერნეტი, რაც საშუალებას გაძლევთ, შეუფერხებლად გამოიყენოთ ნავიგაცია, გამოიძახოთ ტაქსი და ონლაინ აპლიკაციებით ეკონტაქტოთ ახლობლებს.
ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც მოგზაურობის ბიუჯეტს აკონტროლებს, რადგან როუმინგთან შედარებით ხარჯი საგრძნობლად დაბალია, ხოლო თანხის გადახდას წინასწარ, ეროვნულ ვალუტაში ხდება, გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე.
პრაქტიკული რჩევები გამგზავრებამდე
გამგზავრებამდე რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება მოგზაურობას გაცილებით მშვიდსა და კომფორტულს გახდის.
შეამოწმეთ, უჭერს თუ არა თქვენი ტელეფონი მხარს eSIM ტექნოლოგიას. ეს ინფორმაცია მოწყობილობის პარამეტრებში იძებნება და დამატებით დროს არ წაგართმევთ.
აირჩიეთ პაკეტი რეალურ საჭიროებაზე დაყრდნობით. ხანმოკლე მოგზაურობისთვის მცირე მოცულობა სავსებით საკმარისია, ხოლო თუ სამუშაოდაც გეგმავთ ინტერნეტის აქტიურ გამოყენებას, უმჯობესია უფრო მოცულობითი ან ულიმიტო ვარიანტი აირჩიოთ.
გააქტიურეთ პაკეტი ჯერ კიდევ ფრენამდე, სახლიდან გაუსვლელად. ასეთ შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლისთანავე ინტერნეტი უკვე ხელთ გექნებათ და პირველივე წუთებიდან შეძლებთ ნავიგაციის, ტრანსპორტის თუ საცხოვრებელი ადგილის მოძებნას.
ბოლო სიტყვები მოგზაურობის დაწყებამდე
მოგზაურობის დაგეგმვა ბევრ დეტალს მოიცავს, ავიაბილეთის შერჩევიდან სასტუმროს დაჯავშნამდე, თუმცა ინტერნეტთან კავშირი ხშირად ყველაზე ბოლოს გვახსენდება. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ის დეტალია, რომლის წინასწარ მოგვარებაც ყველაზე მეტ კომფორტს მატებს მოგზაურობას: აეროპორტში ჩამოფრენისთანავე უკვე კავშირზე ხართ, ტაქსს დაუბრკოლებლად გამოიძახებთ და ახლობლებს დაუყოვნებლივ აცნობებთ, რომ უსაფრთხოდ ჩაფრინდით.
ახალი მოგზაურობის დაგეგმვამდე კი აუცილებლად გადაამოწმე, სად გაემგზავრები თბილისის აეროპორტიდან ყველაზე იაფად. ამის შემდეგ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება: შეარჩიო სამოგზაურო ინტერნეტის შესაბამისი პაკეტი სწორად და მშვიდად გაუყვე გზას.