HomeUncategorized @ka-geმოგზაურობასად გაემგზავრები თბილისიდან ყველაზე იაფად?

სად გაემგზავრები თბილისიდან ყველაზე იაფად?

ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა თბილისიდან იაფად მოგზაურობა და ახალი კულტურების გაცნობა სავსებით რეალურია. სწორედ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების დამსახურებაა, რომ დღეს მცირე დანახარჯებითაც შეგვიძლია განვიცადოთ დაუვიწყარი ემოციები. ამისთვის კი საჭიროა ვიცოდეთ, სად ვიპოვოთ ყველაზე ხელსაყრელი ავიაბილეთები.

გთავაზობთ ხუთ ქალაქს, სადაც თბილისიდან პირდაპირი რეისით, ხშირად, ყველაზე იაფად მოხვდებით და გაგაცნობთ, რისი ნახვა შეგიძლიათ თითოეულ მათგანში.

სტამბოლი, თურქეთი

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქალაქი, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. სტამბოლი იდეალურია როგორც მოკლე ვადიანი მოგზაურობისთვის, ასევე ხანგრძლივი და ღრმა კვლევისთვის. თბილისიდან ფრენების სიმრავლე, რომლებსაც თურქული ავიაკომპანიები Pegasus-ი და AJet-ი გვთავაზობენ, განაპირობებს ავიაბილეთების მუდმივად კონკურენტულ ფასს.

რა ვნახოთ სტამბოლში:

  • აია სოფია და ლურჯი მეჩეთი: ორი არქიტექტურული შდევრი, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგას და ქალაქის სავიზიტო ბარათია.
  • დიდი ბაზარი (Grand Bazaar): დაიკარგეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს დახურულ ბაზარში, სადაც სანელებლების სურნელი და ფერადი ნივთების სიმრავლე სრულიად სხვა სამყაროში გამოგზაურებთ.
  • ბოსფორის სრუტე: აუცილებლად გაისეირნეთ გემით სრუტეზე, რომელიც ორ კონტინენტს ყოფს და ქალაქის პანორამულ ხედებს გთავაზობთ.

მილანი, იტალია

ბევრისთვის იტალია პიცასთან, პასტასთან და ისტორიასთან ასოცირდება, მილანი კი ამ ყველაფერს მოდისა და დიზაინის უნიკალურ ესთეტიკას ამატებს. ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი თბილისიდან პირდაპირ რეისს ასრულებს, რაც იტალიურ ვოიაჟს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

რა ვნახოთ მილანში:

  • მილანის დუომო (Duomo di Milano): გოთიკური სტილის არქიტექტურული საოცრება. აუცილებლად ადით ტაძრის სახურავზე, საიდანაც ქალაქზე საოცარი ხედი იშლება.
  • გალერეა ვიტორიო ემანუელე II: მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სავაჭრო პასაჟი, რომელიც დუომოს ლა სკალას ოპერასთან აკავშირებს.
  • “საიდუმლო სერობა”: ნახეთ ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარული ფრესკა სანტა მარია დელე გრაციეს მონასტერში (ბილეთები აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ).

ჟენევა, შვეიცარია

შვეიცარია ხშირად სიძვირესთან ასოცირდება, თუმცა easyJet-ის წყალობით ჟენევაში ჩაფრენა ხშირად ძალიან ბიუჯეტურად არის შესაძლებელი. ეს არის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დიპლომატია, შვეიცარიული სიზუსტე და ალპების საოცარი ბუნება ერთმანეთს ერწყმის.

რა ვნახოთ ჟენევაში:

  • ჟენევის შადრევანი (Jet d’Eau): ქალაქის სიმბოლო, რომელსაც 140 მეტრის სიმაღლეზე ააქვს წყალი ჟენევის ტბიდან.
  • ძველი ქალაქი (Vieille Ville): ვიწრო ქუჩები, პატარა კაფეები და წმინდა პეტრეს კათედრალი, რომლის კოშკიდანაც საუკეთესო ხედი იშლება ტბასა და ქალაქზე.
  • ერთა სასახლე (Palais des Nations): გაეროს ევროპული შტაბ-ბინა, რომელიც დიპლომატიის და მშვიდობის სიმბოლოა.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

თავისუფლების ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი არხებით, ველოსიპედებით და მსოფლიო დონის მუზეუმებით. ავიაკომპანია Transavia თბილისიდან პირდაპირ ფრენებს გვთავაზობს, რაც ამ უნიკალურ ევროპულ დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

რა ვნახოთ ამსტერამში:

  • არხები: საუკეთესო გზა ქალაქის გასაცნობად ნავით გასეირნებაა. უნიკალური არქიტექტურა და სახლები წყალზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
  • მუზეუმების მოედანი: აქ თავმოყრილია რეიქსმუზეუმი (ჰოლანდიური ხელოვნების საგანძური), ვან გოგის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების სტედელეიკის მუზეუმი.
  • ანა ფრანკის სახლი: ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიას გვიყვება (ბილეთები თვეებით ადრე იჯავშნება)

მოსკოვი

კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება თბილისიდან, რომელიც სრულიად განსხვავებულ არქიტექტურასა და კულტურას გვთავაზობს. თბილისი მოსკოვი მოსკოვი თბილისი მიმართულებაზე ოპერირებს ავიაკომპანია Red Wings, რაც დედაქალაქებს შორის მიმოსვლას ამარტივებს.

რა ვნახოთ მოსკოვში:

  • წითელი მოედანი და კრემლი: ქვეყნის და ქალაქის გული. აუცილებლად ნახეთ წმინდა ბასილის ტაძარი თავისი ფერადი გუმბათებით, ლენინის მავზოლეუმი და კრემლის ისტორიული კედლები.
  • ბოლშოი თეატრი: მსოფლიო დონის ოპერისა და ბალეტის სცენა. თუ წარმოდგენაზე დასწრებას ვერ ახერხებთ, შენობის არქიტექტურა გარედანაც შთამბეჭდავია.
  • არბატის ქუჩა: ისტორიული, კილომეტრნახევრიანი საფეხმავლო ქუჩა, სავსე სუვენირების მაღაზიებით, ქუჩის მუსიკოსებითა და კაფეებით.

ამ მარშრუტების არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისი მოსკოვი პირდაპირი რეისი, ისევე როგორც ფრენები ევროპის სხვა ქალაქებში, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ხელმისაწვდომია. 

როგორც ხედავთ, თბილისიდან საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვა დიდი ბიუჯეტის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, თვალი ადევნოთ ავიაკომპანიების შემოთავაზებებს, იყოთ მოქნილები თარიღებში და ავიაბილეთები წინასწარ დაჯავშნოთ.

 

TAV Airports $150 მილიონი დოლარის ინვესტიცია თბილისის აეროპორტის განვითარებაში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის ფონზე, მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. ოპერატორი კომპანია TAV Airports-ი მზადაა, მის მოდერნიზაციასა და გაფართოებაში...

მეტი...

სად დავისვენოთ ზამთარში? მიმართულებები, სადაც მზე და სითბო გელოდებათ

ზამთრის სუსხიანი, ნაცრისფერი დღეები ხშირად გვანატრებს მზეს, სითბოს და ზღვის სანაპიროზე უდარდელ დასვენებას. როდესაც ტემპერატურა ეცემა, ტროპიკულ სამოთხეზე ოცნება განსაკუთრებით მძაფრდება.საბედნიეროდ, პლანეტის მეორე მხარეს...

TAV Airports $150 მილიონი დოლარის ინვესტიცია თბილისის აეროპორტის განვითარებაში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის ფონზე, მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. ოპერატორი კომპანია TAV Airports-ი მზადაა, მის მოდერნიზაციასა და გაფართოებაში $150 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. პროექტის...

სხვა ბლოგი

სად დავისვენოთ ზამთარში? მიმართულებები, სადაც მზე და სითბო გელოდებათ

ზამთრის სუსხიანი, ნაცრისფერი დღეები ხშირად გვანატრებს მზეს, სითბოს და ზღვის სანაპიროზე უდარდელ დასვენებას. როდესაც...

Ajet -ის ფრენის კომპენსაცია: სრული გზამკვლევი კომპენსაციის მიღებისთვის

წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: გამგზავრებისთვის მზად ხართ, ბარგიც ჩალაგებული გაქვთ, აეროპორტში მიდიხართ და იგებთ, რომ...