თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
არაოფიციალური ვებგვერდი

თბილისის აეროპორტი

35 ავიაკომპანია

35 ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

45 მიმართულება

45 მიმართულებით ხორცილედება რეისები

მილიონობით მგზავრი

მილიონობით კმაყოფილი მგზავრი რომლებმაც ისარგემბელს თბილისის აროპორტით

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტი ქალაქ თბილისისგან 17 კილომეტრით არის დაშორებული. კავკასიის რეგიონში მას აქვს მთავარი კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, ეს აეროპორტი სწრაფად განვითარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს TAV Airports Holding-ი. ამ კომპანიის დიდმა გამოცდილებამ, მრავალმილიონიანმა ინვესტიციებმა და გონივრულმა მენეჯმენტმა მოახერხა „ტავ ჯორჯია“-ს ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სტანდარტები და მაღალი ხარისხის მომსახურება ყველანაირ პირობას უქმნის მგზავრებს რომ მათ თავი იგრძნონ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, დაცულად და კომფორტულად.

ავიაკომპანიები

turkish logo
georgian air
pegasuss logo
qatar logo
lot

უპირატესობები და სერვისები

ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენებამ ხელი შეუწყო მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებასა და აფრენას, მანევრირების ტერიტორიაზე გააჩნია ფართო ასაფრენი ბილიკი და ბაქანი. რეგულარულ სამარშრუტო ხაზს ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც ჩერდება პირდაპირ ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. Tbilisi Aeroporti -ში ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. აეროპორტში განთავსებულია სამი ავტოსადგომი. პარკინგის საფასურისა და პირობების შესახებ საინფორმაციო ბანერები შეგიძლიათ იხილოთ ავტოსადგომების შესასვლელებთან. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია, გაფრენის დარბაზში განთავსებული სპეციალური აპარატის ან პარკინგის გასასვლელში მდებარე ჯიხურებში, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს სუვენირების მაღაზიები, რომლებიც მგზავრებს სამახსოვრო საჩუქრების ფართო სპექტრს სთავაზობს, ასევე Duty Free-ის მაღაზიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ პარფიუმერია, კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი, საკონდიტრო ნაწარმი, სათამაშოები და ა.შ. აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი კვების ობიექტი.

ავიაკომპანიები და მიმართულებები

თბილისის აეროპორტი არაერთ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს, მაგალითად, როგორიცაა თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines და Pegasus Airlines, ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic, ფრანგული ავიაკომპანია Air France, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და ა.შ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების სიაც საკმაოდ ვრცელია: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბელარუსი, ჩინეთი, ჩეხეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ირანი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ყაზახეთი, ბაჰრეინის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ყატარი, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი, გაერთიანებული ემირატები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, უზბეკეთი.

სიახლეები

იხილეთ სიახლეები თბილისის საერთაშორსი აეროპორტის შესახებ